19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
ოდესაში დრონი 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, არიან დაშავებულები
By

ოდესაში დრონი 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 9 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა 50 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

„საჰაერო თავდაცვის აქტიური მუშაობის მიუხედავად, ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კერძოდ, საცხოვრებელ შენობებს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა უფლებამოსილი სამსახური მუშაობს“, – განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.

 

  • No Comments
  • ივლისი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *