19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი
By

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყნის განვითარებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და არის პროგრესი.
„საით მიდის საქართველო – მე ამაზე ვისაუბრე ვრცლად ჩემს გამოსვლაში პარლამენტში, როდესაც არამხოლოდ პარლამენტს, პირველ რიგში, საზოგადოებას ჩავაბარე ანგარიში გასულ წელს ქვეყნის მიღწევებთან დაკავშირებით. გვაქვს ყველა მიმართულება მოცემული, სადაც არის ძალიან მასშტაბური პროგრესი. ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი დემოკრატიული სისტემა და ამ დემოკრატიულმა სისტემამ შეინარჩუნა სიმტკიცე გასულ წელსაც და ინარჩუნებს წელსაც, რაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს საგარეო კუთხითაც.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც ჩვენ ვმუშაობთ მუდმივ რეჟიმში და იცით, რომ მუდმივად ვაფართოებთ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის უშუალო სამეზობლოსთან – აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, არაბული ქვეყნები, შუა აზიის ქვეყნები – ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასევე, ვცდილობთ მაქსიმალურად მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებას და ამას წარმატებით ვახერხებთ ჩვენს მთავარ პარტნიორთან ევროკავშირის სივრცრეში, ეს არის უნგრეთი. სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც გამოხატავენ მეტ-ნაკლებად კეთილგანწყობას ქართველი ხალხის მიმართ, ყველასთან მაქსიმალურად ვცდილობთ ურთიერთობების განვითარებას. ასევე იცით, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა აშშ-თან მიმართებით. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, განათლება, კულტურა, სპორტი – ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი და, ასევე, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. კონკრეტულ მიმართულებებს შევეხე ჩემს ანგარიშში, როგორიც არის, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა, მეტი გამჭვირვალობა და ა.შ. ვაკეთებთ ძალიან ბევრ რამეს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • ივლისი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *