19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
სოფლების კეთილმოწყობა გრძელდება
By

სოფლების კეთილმოწყობა გრძელდება

 

წელს შუახევში დაბისა და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობას 2,5 მილიონ ლარამდე თანხა მოხმარდება. საკონკურსო შერჩევის შემდეგ, გამარჯვებულები სამუშაოებს ასრულებენ.

174,5 ათასი ლარი დაიხარჯება ხიჭაურის დასახლების ცენტრის კეთილმოწყობაზე. სამუშაოებს შპს „ნიკოლა კონსტრაქშენი“ ასრულებს. პროექტი ხიჭაურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, სკვერისა და გადმოსახედი სივრცის აშენებას, ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის შეკეთებას, გარე განათების, სველი წერტილების, წყლის კუთხის მოწყობას, მგზავრთა მოსაცდელების განთავსებას ითვალისწინებს. მიმდინარეობს ჭვანის ცენტრის კეთილმოწყობაც. აქ სოფლის სახლს შეაკეთებენ, 320 კვადრატულ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება, ბილიკი, ფერდსამაგრი კედელი და დეკორატიული განათება გაკეთდება..

ორ ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გურამ ზოიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ტაკიძე გაეცნენ.

– სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ამ პროექტების მიზანია სოფლის ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა,- თქვა ომარ ტაკიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *