
By
გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს
გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. „როიტერსის“ თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიამ აშშ-სთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. როგორც ცნობილია, გერმანია ამ ეტაპზე, უკრაინას Patriot-ის დამატებით გამშვებ მექანიზმებს მიაწვდის, რასაც მოჰყვება სისტემის დამატებითი კომპონენტების გადაცემა ორ ან სამ თვეში. სანაცვლოდ, ოფიციალური ბერლინი აშშ-სგან დაჩქარებული ტემპით მიიღებს Patriot-ის ახალ სისტემებს.
„როიტერსი“ წერს, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საჭიროებები კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან რუსეთმა ამ ზაფხულს ქვეყნის მასშტაბით საჰაერო თავდასხმები გააძლიერა და რუსული ბალისტიკური რაკეტების განადგურებაში Patriot-ი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სისტემად ითვლება.