რეჯეფ თაიფ ერდოღანი – საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება
By

 რეჯეფ თაიფ ერდოღანი – საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გუშინ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად, კულტურული და ისტორიული კავშირიც აქვთ.
„ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მონაწილეა, რომელიც არის ხერხემალი შუა კორიდორის და ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი და გაზსადენი გვაქვს. საქართველო გახლავთ სამშობლო მესხელი თურქების, რომლებიც იძულებით იყვნენ გადაადგილებული თავისი ისტორიული სამშობლოდან 1944 წლის ნოემბერში. ჩვენს დისკუსიებში, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ და კულტურულ-ისტორიულ კავშირებს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას, გავაღრმაოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები. ჩვენ კიდევ უფრო განვაგრძობთ წინსვლას, განვითარებას ჩვენი ვაჭრობის, ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ჩვენი ქვეყანა გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენს ურთიერთობას მყარი საფუძველი აქვს. ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს – 3 მლრდ დოლარი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორიც არის 5 მლრდ დოლარი და აგრეთვე, რომ გვქონდეს მეტი ურთიერთინვესტიცია. იმ კარგი, გულთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში – ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში. თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტებით, სამასი სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისაა, უკვე არის განხორციელებული, გარდა ამისა, ჩემს კოლეგასთან ვისაუბრე ერთობლივ პროექტებზე. თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. ურთიერთობა და თანამშრომლობა სამხედრო-თავდაცვის სფეროებში უდიდესი მნიშვნელობისაა – ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები. ჩვენ აგრეთვე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და საერთოდ, მსოფლიოში. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარ მხარდაჭერას. ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარების საქმეში.
შავ ზღვაზე, უსაფრთხოებაზე კავკასიაში და აგრეთვე, ომზე უკრაინაში, ადამიანურ ტრაგედიაზე ღაზაში, ამ საკითხებზე ვისაუბრე პრეზიდენტ ყაველაშვილთან. საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ ერთად მშვიდობისა და განვითარებისათვის ჩვენს რეგიონში და რეგიონს მიღმაც. მე აგრეთვე, გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინი მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში და ჩვენ, როგორც თურქები, ღირსეულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს. საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი ხალხების ნების საფუძველზე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *