საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება
By

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით   თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.  იგი უკვე შეხვდა  თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, სადაც პირისპირ და გაფართოებული ფორმატებით, დელეგაციასთან ერთად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს.
ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ვახშამზე უმასპინძლა. ვახშამზე პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
დღეს  მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება.

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *