აჭარაში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
By

აჭარაში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 41 ერთეულია.
ყველაზე მეტი – 21 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 15 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 10, მცხეთა-თიანეთშიც – 10, გურიაში – 6, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 6, ოთხი სამართალდარღვევა კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში გამოავლინეს.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა   749,943.20  ლარია.

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *