უკრაინელებმა რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი  კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყეს
By

უკრაინელებმა რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი  კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქში მდებარე საზღვაო პორტში „შაჰედებისთვის“ განკუთვნილი, ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყა, – ინფორმაციას  უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობების შესამცირებლად, 14 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობით, საცეცხლე დარტყმა განახორციელეს საზღვაო პორტ „ოლიაზე“ (რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქი)“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების განმარტებით, პორტს რუსეთი ირანიდან სამხედრო დანიშნულების საქონლის ჩასატანად იყენებს.

„არსებული ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა გემ „პორტ ოლია 4“-ზე, რომელიც დატვირთული იყო ირანიდან ჩამოტანილი Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის კომპონენტებით და საბრძოლო მასალით“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

  • No Comments
  • აგვისტო 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *