
By
სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაზე ისაუბრეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციური მიდგომების გაზიარებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დაეხმარება სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს.
როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონული ეკონომიკის, ისე სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.
გალერეა
