„ქუჩის მხატვრობის ფესტივალი ბათუმი 2025“
By

„ქუჩის მხატვრობის ფესტივალი ბათუმი 2025“

ბათუმი ქუჩის მხატვრობის ფესტივალს მასპინძლობს. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანი ქალაქის ურბანული სივრცის გამრავალფეროვნება, ქუჩის მხატვრობის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების მხარდაჭერა, ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი და უცხოელი მხატვრების დაახლოებაა.

„ქუჩის მხატვრობის ფესტივალი ბათუმი 2025“-ის ფარგლებში ბათუმის პორტის გარე კედლის მოხატვა მიმდინარეობს. ფესტივალის მთავარი თემაა „თანამედროვე ურბანული იდენტობა“. პროექტში ადგილობრივი მხატვრები, უცხოელი არტისტები და მოხალისეები მონაწილეობენ. ფესტივალის პროგრამა მოიცავს ღია ვორქშოპებსა და მასტერკლასებს, რომლებშიც ჩართვა დამწყებ მხატვრებთან ერთად, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ქუჩის მხატვრობის ფესტივალი ჩამოყალიბდება როგორც მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას გააერთიანებს.

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *