2025 წლის შეფასებით, საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს
By

2025 წლის შეფასებით, საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს

ევროკომისიამ „ფრიდომ ჰაუსის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200 ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში. კვლევის მიზანი იყო, შეფასების 4 ბალიანი სისტემით გაეცა პასუხი შეკითხვაზე: „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი?“.

ანგარიშის მიხედვით, ევროპაში 2013 წლის შემდეგ მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა.

2025 წლის შეფასებით, საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნების შემდეგ, მეოთხე ადგილზეა და უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 სახელმწიფოს: პოლონეთს, უნგრეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს – მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილზე იმყოფება რუსეთთან და ბელარუსთან ერთად, თანაბარი შეფასებით. კვლევის მიხედვით, თვალსაჩინო ხდება, რომ 2017 წლიდან მოლდოვაში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის დონე გაუარესდა და ქვეყანამ ევროპაში ბოლო ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო უკრაინის მაჩვენებელი იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, არ შეცვლილა და მუდმივად ბოლო ადგილზე იმყოფება. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე პერიოდში, საქართველო უკრაინასთან, ბელარუსთან და რუსეთთან ერთად, ევროპაში ასევე ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, მსოფლიოში – ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე.

2013 წლის შემდეგ, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სულ 30 ქვეყანაში მოხერხდა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდიკატორის გაუმჯობესება, მსოფლიოს 40 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კი ვითარება გაუარესდა.

  • No Comments
  • აგვისტო 20, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *