
By
ჯგუფი „იბერია“ – ხულოში
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ხულოს სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჯგუფ „იბერიას“ სოლო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებამ მრავალი მაყურებელი მიიზიდა, ღონისძიება განსაკუთრებული ემოციებითა და შთაბეჭდილებებით გამოირჩეოდა. ჯგუფმა „იბერიამ“ საკუთარი პოპულარული რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტები შეასრულა.
– ეს წელი მასობრივი ღონისძიებებითაა დახუნძლული. განსაკუთრებით აგვისტო გამოირჩეოდა. ადგილობრივ ანსამბლებთან, ვოკალურ ჯგუფებთან ერთად, კონცერტებში მოწვეული და სამინისტროების მხარდაჭერით რეგიონში ჩამოსული ანსამბლებიც მონაწილეობდნენ. ზაფხულის სეზონი „იბერიამ“ დახურა, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსმა ბადრი მელაძემ.
თამაზ მგზავრიძე