
By
3-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში 3-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ 2025 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სტაჟირებით დაინტერესებულ პირებს, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციაზე: ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი –
შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტაჟიორი, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის სტაჟიორი და საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის სტიმულირების სამსახურის სტაჟიორი.