
By
ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დასახელდა
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ – Wanderlust ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ისეთი ქალაქების გვერდითაა ნომინირებული, როგორებიცაა ბერლინი, მადრიდი, ვალენსია, ათენი, ბოლონია, ბორდო, პორტო, პრაღა, სტამბოლი, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, დუბლინი, და სხვები.
ბათუმთან ერთად, Wanderlust-ზე ნომინირებულია თბილისი და ქვეყნების კატეგორიაში – საქართველო.
ნომინაციებისთვის ხმის მიცემა მსურველებს 17 ოქტომბრამდე Wanderlust-ის ვებგვერდზე შეუძლიათ.
გამარჯვებული კი 5 ნოემბერს, ლონდონში გამართულ Wanderlust Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.