11-ვე ბრალდებულს მოსამართლემ 2-წლით პატიმრობა მიუსაჯა
By

11-ვე ბრალდებულს მოსამართლემ 2-წლით პატიმრობა მიუსაჯა

ამ წუთებში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 11 პირს:  ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გური მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ვალერი თეთრაშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გიორგი ტერიშვილსა და სერგეი კუხარჩუკს 2-წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მათ ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ყველა მათგანს ბრალი სსკ-ის 226-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას.

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *