საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
By

საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2025 წლის 6 სექტემბერს, 19:00 საათზე, კონსტანცას სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში  საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი სახელწოდებით „რიტმები საზღვრებს გარეშე“ გაიმართება. ღონისძიებაში   აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას

ერთობლივი შემოქმედებითი საღამო მიზნად ისახავს დამეგობრებულ ქალაქებს – ბათუმსა და კონსტანცას შორის კულტურული დიალოგის განმტკიცებას, ეროვნული თვითმყოფადი ფოლკლორის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის გაცნობას.

ღონისძიება დაიგეგმა აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტისას.

გალა კონცერტი საერთაშორისო ფესტივალის SEAS 2025-ის ფარგლებში იმართება.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *