
By
დღეს საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს თურქეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ გუნდი გუშინ „დინამო არენაზე“ ავარჯიშა. პროცესში მონაწილეობდა 24 ფეხბურთელი, მათ შორისაა სამი დებიუტანტი – ნოდარ ლომინაძე, გიორგი აბუაშვილი და გიორგი კვერნაძე.
თურქეთთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. მომდევნო მატჩიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.