პეტრე ცისკარიშვილი: მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც იყვნენ პოლიტპატიმრები, მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას
By

პეტრე ცისკარიშვილი: მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც იყვნენ პოლიტპატიმრები, მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განაცხადებით, მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც  პოლიტპატიმრები იყვნენ და მიესალმება  მათ გათავისუფლებას. მისივე თქმით, არჩევნების კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაზე განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილიც რომ შეეწყალებინათ.

„მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია. რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებით ციხეში გამოკეტილი. თუმცა, „ოცნების“ მხრიდან მე ვირწმუნებდი იმ განცხადებას, სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები, თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი, ეს არანაირი არჩევნები არ არის და მეორეც, ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნებაა, ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პარტიის პოლიტიკური თუ მოძრაობის ლიდერი არ იყოს ციხეში“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *