სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე ათასობით მომხმარებელს წვდომა შეეზღუდა
By

სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე ათასობით მომხმარებელს წვდომა შეეზღუდა

თურქეთში სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე ათასობით მომხმარებელს წვდომა შეეზღუდა. ინტერნეტის მონიტორინგის გლობალური პლატფორმის Netblocks-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელების მომხმარებლებს წვდომა შეეზღუდათ X-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და WhatsApp-ზე.

Netblocks-ის ცნობით, აღნიშნულ პლატფორმებზე წვდომა ქვეყანაში მას შემდეგ დაიბლოკა, რაც თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა „ სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.

როგორც „როიტერი“ იუწყება, სოციალური პლატფორმების დაბლოკვასთან დაკავშირებით თურქეთის წვდომის პროვაიდერების კავშირს კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც სამართალდამცველებმა პარტიის ოფისებთან ბარიკადები აღმართეს. „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ 3 სექტემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2023 წლის პარტიულ ყრილობაზე სავარაუდო დარღვევების გამო პარტიას სტამბოლის რეგიონული ლიდერის გათავისუფლება დაევალა. პარტიაში ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *