
აშშ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის წესს ამკაცრებს
არასაიმიგრაციო, მათ შორის, ტურისტული ვიზების მიღების მსურველებს დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ იმ ქვეყნებში შეეძლებათ, რომლის მოქალაქეებიც არიან ან ამ ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
17 ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც აშშ-ის ვიზების გაცემა შეჩერებულია, დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ კონკრეტულ საელჩოებსა და საკონსულოებში შეეძლებათ. მაგალითისთვის, რუსეთის მოქალაქეებს ვიზების მიღების უფლება მხოლოდ ასტანასა და ვარშავაში მდებარე აშშ-ის საელჩოებში ექნებათ, ბელარუსის მოქალაქეებმა ვარშავაში ან ვილნიუსში მდებარე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უნდა მიმართონ, ხოლო უკრაინელებმა დოკუმენტები კრაკოვსა და ვარშავაში უნდა წარადგინონ.
ამ დრომდე აშშ-ის ტურისტული ვიზის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში იყო შესაძლებელი. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ უკვე დანიშნული გასაუბრებები არ გაუქმდება.
ახალი წესები არ გავრცელდება A, G, C-2, C-3, ნატო-ს ვიზებსა და დიპლომატიურ ან სამსახურებრივ ნებისმიერი ტიპის ვიზაზე. სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, იყოს დაშვებული გამონაკლისი ჰუმანიტარული, სამედიცინო ან საგარეო პოლიტიკური საკითხების გათვალისწინებით.