კულტურული დიალოგის განმტკიცებისა და ეროვნული თვითმყოფადი  ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის
By

კულტურული დიალოგის განმტკიცებისა და ეროვნული თვითმყოფადი  ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის

საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილმა გალა კონცერტმა, რომელიც  კონსტანცას სახელმწიფო თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა, ანშლაგით ჩაიარა.

„რიტმები საზღვრებს გარეშე“ – შემოქმედებითი საღამო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ჯგუფისა და კონსტანცას ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა.

ერთობლივი შემოქმედებითი საღამო მიზნად ისახავს დამეგობრებულ ქალაქებს – ბათუმსა და კონსტანცას შორის კულტურული დიალოგის განმტკიცებას, ეროვნული თვითმყოფადი ფოლკლორის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის გაცნობას.

ღონისძიებას  აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, რუმინეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი, მრჩეველი  დავით ჩაჩავა, კონსტანცას ვიცე მერი, მოწვეული სტუმრები და ფოლკლორის მოყვარულები ესწრებოდნენ

გალა კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროსა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს, კონსტანცას კულტურის ცენტრისა და სამხარეო საბჭოს მხარდაჭერით საერთაშორისო ფესტივალ SEAS 2025-ის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება  აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის, რუმინეთში ოფიციალური ვიზიტისას დაიგეგმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *