სამეცნიერო კონფერენცია ამირან კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა
By

სამეცნიერო კონფერენცია ამირან კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა

„მუზეუმი და გლობალიზაცია“ – სსიპ „აჭარის მუზეუმის“ V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,  რომელიც ამირან კახიძის სახელობის 90 წლის იუბილეს ეძღვნებოდა,  სამ დღის განმავლობაში  გაგრძელდა.

კონფერენციაში როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან 42 მეცნიერი მონაწილეობდა.  2021 -2024 წლების კონფერენციების მასალები სამეცნიერო ჟურნალის სახით უკვე აიტვირთა მეცნიერების ასოციაციის ელექტრონული ჟურნალების პორტალზე, Google Scholar-ის პლატფორმაზე, საერთაშორისო ციფრული იდენტიფიკატორით DOI: https://doi.org/10.52340/gmg2023. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის.

3 და 4 სექტემბერს კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მკვლევრების მიერ მომზადებული მოხსენებები ისტორიის, არქეოლოგია-ეთნოლოგიის, კულტურული ტურიზმის და სამუზეუმო მენეჯმენტის მიმართულებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წყალქვეშა არქეოლოგიის განვითარების პროფესიონალი არქეოლოგების, მომიჯნავე ისტორიული დისციპლინებისა და სხვა სფეროების მეცნიერების, ასევე მოყვარულების, მკვლევარი და რეკრეაციული მყვინთავების თანამშრომლობაზე აგებული გერმანული ორგანიზაციის DEGUWA-ს წარმომადგენლების სტუმრობა, რომლებმაც ძალიან საინტერესო კვლევები წარმოადგინეს კონფერენციაზე.


5 სექტემბერს კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და აჭარის მუზეუმის მხარდაჭერით დაეთვალიერებინათ აჭარის მუზეუმები და პეტრას ციხესიმაგრე სამუზეუმო სივრცეებით.
2025 წლის საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მუზეუმი და გლობალიზაცია“ მუშაობის შეჯამებითა და სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *