„ჰამასი“ მოლაპარაკებებისთვის მზადაა
By

„ჰამასი“ მოლაპარაკებებისთვის მზადაა

„მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განვიხილოთ ყველა ტყვის გათავისუფლება ომის დასრულების მკაფიო განცხადების, ღაზას სექტორიდან სრული გასვლისა და ღაზას სექტორის სამართავად დამოუკიდებელი პალესტინელების კომიტეტის შექმნის სანაცვლოდ. „ჰამასი“ მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დაჯგუფება „ჰამასი“ და მედიები ავრცელებენ.

„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს გარკვეული შეთავაზებები, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას“ უგზავნის იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მის მიერ მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ომის დასრულების პირობების მიღებაზე უარის თქმას მოჰყვეს.

„ყველას სურს, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ. ყველას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს! ისრაელმა მიიღო ჩემი პირობები, დროა, „ჰამასმაც“ მიიღოს. გავაფრთხილე „ჰამასი“ უარის თქმის შედეგების შესახებ. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, მეორე აღარ იქნება!“ – წერს ტრამპი Truth Social-ში.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *