
By
14 სექტემბრამდე მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.