საქართველო-ბულგარეთი – 3:0
By

საქართველო-ბულგარეთი – 3:0

მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში პირველი გამარჯვება იზეიმა. თურქეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ბევრად უკეთ იასპარეზა, საკუთარ მოედანზე ბულგარეთის ნაკრებს შეხვდა და მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი  სამი უპასუხო გოლით გაახარა.

ჩვენი გუნდი პირველი აშკარა გოლისგან გიორგი მამარდაშვილმა იხსნა, რამაც თამაშზე უდავოდ დადებითი გავლენა იქონია. ანგარიში კი ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა, რომელიც იმ დღეს, გუნდის კაპიტნის რანგში, მოედანზე პირველად გამოვიდა. ეს ეროვნულ ნაკრებში მისი მე-20 გოლია. შემდეგი გოლის ავტორი ნიკა გაგნიძე გახდა, რომელმაც 44-ე წუთზე  საჯარიმოდან სადებიუტო გოლი გაიტანა. თამაშის დასრულების შემდეგ, ნიკამ აღნიშნა: „ბავშვობის ოცნება ავიხდინე – სავსე „დინამო არენაზე“ გოლი გავიტანე. მადლობა ქართველ ქომაგებს  გულშემატკივრობისთვის“. ამ მატჩში მესამე გოლით კი გიორგი მიქაუტაძემ გაგვახარა. 3:0 – ასე დასრულდა ეს შეხვედრა,

თუმცა… კიდევ მეტი გოლის გატანა შეიძლებოდა.

ჩვენს ჯგუფს ესპანეთის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც თურქეთი დიდი ანგარიშით – 6:0 გაანადგურა. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სწორედ მათთან გამართავენ.  ოქტომბერში ჩვენი გუნდი თურქეთს ეწვევა.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *