ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული ჩარტერული რეისი დაინიშნა
By

ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული ჩარტერული რეისი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული წარმატების, მეოთხედფინალში გასვლასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანებამ დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 10 სექტემბერს, დილის 07:00 საათზე შესრულდება, ხოლო უკან, საქართველოში, გულშემატკივრები 11 სექტემბერს დაბრუნდებიან.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინპლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დღეს, 20:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ  მეოთხედფინალურ მატჩზე ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *