
By
ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოითქვა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში ადნან ალთაი ალთინორსის და TIKA-ს თბილისის კოორდინატორს ზეინებ ბაირაქის შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, დენის სალუქვაძემ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა, მირიან ქათამაძე, აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე, TIKA-თბილისის კოორდინატორის მოადგილე ემრე ეზბერი და თანაშემწე რაშიდ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.