ირაკლი კობახიძე: „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში იყო მტრული აქტი
By

ირაკლი კობახიძე: „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში იყო მტრული აქტი

საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ ჩავარდა, ეს ძალიან კარგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული მიზანი, რომ სუფთა ფურცლიდან გადაიტვირთოს აშშ-თან ურთიერთობები.

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ამის იმედს ვიტოვებთ. დანარჩენი დამოკიდებულია თვითონ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *