დირექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს
By

დირექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში განაცხადების შეტანის ვადა დღეს ამოიწურა. დირექტორობის კანდიდატები აკაკი ბერიძე და ნიკოლოზ მეგრელიშვილი არიან.

როგორც ცნობილია, ტელევიზიის დირექტორი სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ ტატიშვილი იყო, რომელმაც დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ერთი თვის წინ დატოვა.

  • No Comments
  • სექტემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *