ჩინეთიდან ტურ-ოპერატორები ბათუმსაც ეწვევიან
By

ჩინეთიდან ტურ-ოპერატორები ბათუმსაც ეწვევიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთიდან ტურ-ოპერატორებს მასპინძლობს. ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც ჩინურ მარკეტინგულ კომპანიასთან Dragon Trail International თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება.

გაცნობითი ტურის ფარგლებში, ჩინელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კონტაქტები დაემყარებინათ ჩინელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით.

ჩინელი ტუროპერატორები გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მოინახულებენ თბილისს, მცხეთას, ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას, ქუთაისს, წყალტუბოს, შეკვეთილს, ბათუმს, გორს, სიღნაღს, ყვარელსა და წინანდალს.

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *