
By
ვაიოელ პატარებთან
ქედის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ადგილობრივი თვითმმართველობის, ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ძალისხმევით, სკოლამდელი დაწესებულებების მატერიალური ბაზის განმტკიცებისთვის რიგი სამუშაოები ჩატარდა, გადამზადდა პერსონალი. წელს ქედის ბაგა-ბაღებში 338 აღსაზრდელი ირიცხება.
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მამუკა თურმანიძე და ა(ა)იპ-ი „ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორი აიშე თებიძე სოფელ ვაიოს ბაგა-ბაღში იმყოფებოდნენ. მათ აღსაზრდელებს, ბაღის პერსონალს და მშობლებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცეს.
ცოტნე ცაბაძე