ინფრასტრუქტურულ სამუშაოები ბათუმის აეროპორტში
By

ინფრასტრუქტურულ სამუშაოები ბათუმის აეროპორტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის მტავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა და კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა. მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ“, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

  • No Comments
  • სექტემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *