ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის  პროგრამით აჭარაში  86-მა პაციენტმა ისარგებლა
By

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის  პროგრამით აჭარაში  86-მა პაციენტმა ისარგებლა

„საქართველოში ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის განვითარების 10 წელი“ –  ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ ამ პროგრამას შედეგები შეაჯამა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
,,სახელმწიფოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც პროგრამის დაწყებაში, ისე მის განვითარებაში. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას” – აღნიშნა შეხვედრისას მიხეილ სარჯველაძემ.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2019 წლიდან ხორციელდება და პროგრამით დღემდე 86-მა პაციენტმა ისარგებლა. მათ შორის, 66 შემთხვევაში, ტრანსპლანტაცია საქართველოში დაფინანსდა, რაც ნათლად მიუთითებს ამ მიმართულების განვითარების მაღალ დონეზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ძვლის ტვინის ალოგენური, აუტოლოგიური და ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციები. სერვისის ღირებულება 125 000-დან 235 000 ლარამდე მერყეობს.
შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვან სამომავლო მიზანს ქვეყნისთვის WMDA – მსოფლიოს ღეროვანი უჯრედების დონორთა რეგისტრში გაწევრიანება წარმოადგენს. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი რეგისტრის შექმნა საქართველოში განსაკუთრებულ შესაძლებლობას მისცემს იმ პაციენტებს, ვისაც ნათესაური დონორი არ ჰყავთ და სამედიცინო მომსახურების მისაღებად წასვლა უცხოეთში უწევთ.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *