
100 გამარჯვებული გამოვლინდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა.
საგანმანათლებლო პროგრამა – „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერასა და სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას.
სულხან თამაზაშვილმა მასწავლებლებს კონკურსში მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის მადლობა გადაუხადა . გამარჯვებული მასწავლებლები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე, 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად. პროგრამაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეუძლიათ. გამარჯვებული პროექტების გამოვლენა კონკურსის წესით ხდება. აღსანიშნავია, რომ კონკურსში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ და მათგან 16 მასწავლებელმა გაიმარჯვა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
გალერეა


