საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს
By

საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო. შეხვედრის მიზანი იყო ავტორიზაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელება, სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტების შემუშავება და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება.

გიორგი ცინცაძემ დამსწრე საზოგადოებას ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

-მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს სითბოსთვის, მზრუნველობისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ახალი თაობისთვის აკეთებთ. ბაღი არ არის ადგილი, სადაც ჩვენი პატარები მხოლოდ სათამაშოდ დადიან, ეს არის ადგილი, სადაც თქვენ ასწავლით მეგობრობას, წესრიგს და დამოუკიდებლობას. თქვენ ხართ მათი პირველი მასწავლებლები და რასაც თქვენგან სწავლობენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს ღირსეული პირობები, – აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

ღონისძიებას ბათუმის საბავშვო ბაღების აღმზრდელები, პედაგოგები და სააღმზრდელო პროცესზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *