არჩევნებისთვის 12 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა
By

არჩევნებისთვის 12 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა

ცესკოს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, თბილისის გარდა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს – სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის, თბილისში – 160. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიული სიები და მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *