გამარჯვების შემთხვევაში, ირაკლი კუპრაძე თბილისის პარალიზებას გვპირდება
By

გამარჯვების შემთხვევაში, ირაკლი კუპრაძე თბილისის პარალიზებას გვპირდება

თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იძლევა დაპირებას, რომ მერობის შემთხვევაში, რუსთაველზე ყოველ საღამოს „სანქცირებულ საპროტესტო აქციებს“ დანიშნავს. კუპრაძე, ასევე, ამბობს, რომ 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი.

„პირობას გაძლევთ, როგორც თბილისის ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, არაფრის არ შემეშინდება, რომ რუს მთავრობას, რუს მერიას პასუხი გავცე. ეს არ ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპეტენტურად ასრულებენ საკუთარ საქმეს. წარმოვიდგინოთ, რომ 5 ოქტომბრიდან ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს ნიშნავს სანქცირებულ აქციას, მე დავნიშნავ სანქცირებულ აქციას  მხარდაჭერის მოსაპოვებლად და 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი“,-აცხადებს კუპრაძე.

ვიცე-მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვების ორგანიზება დაიწყება.

„თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინეთ, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„წარმოუდგენელია, ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეაში ჰქონდეთ  მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება. ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და ამაზე დიდი აბსურდი  არ მომისმენია “ – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ირაკლი კუპრაძის და ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ გეგმასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, ამომრჩეველს დასკვნები გამოაქვს პოლიტიკოსის საუბრიდან და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა და რეიტინგი არ აქვთ.

„რა გამოდის, ადამიანს მერობა უნდა მუნიციპალიტეტის მუშაობის შესაჩერებლად? უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ადამიანების მხარდაჭერა, რომელთაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამით ახორციელებს… უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და სხვ?..

წარმოუდგენელია, ამ ტიპის განცხადებები, სურს გააფუჭოს ყველაფერი რაც გაკეთებულია და ალბათ, მომავალშიც არაფრის გაკეთებას გეგმავს. ცხადია, საზოგადოებას გამოაქვს დასკვნა ამ პოლიტიკოსების განცხადებებიდან. ამიტომ, არ გააჩნიათ არანაირი რეიტინგი და მხარდაჭერა საზოგადოებაში. ჩვეულებრივი მოძალადეები არიან და 4 ოქტომბერს ამომრჩეველი ყველას შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *