დონალდ ტრამპი: ხელს მოვაწერ ბრძანებას შიდა ტერორისტული ქსელების დაშლის შესახებ
By

დონალდ ტრამპი: ხელს მოვაწერ ბრძანებას შიდა ტერორისტული ქსელების დაშლის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ: „ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ რადიკალი მემარცხენე ტერორისტების მხრიდან ძალადობა უნდა შეწყდეს. ამ კვირაში ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას შიდა ტერორისტული ქსელების დაშლის შესახებ“.

ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეიარაღებულმა პირმა დალასში, იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საველე ოფისში ერთი დაკავებული მოკლა და ორი დაჭრა.

„ეს ძალადობა რადიკალური მემარცხენე დემოკრატების მიერ სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დემონიზაციის, ICE-ის დაშლის მოწოდებისა და ICE-ს ოფიცრების „ნაცისტებთან“ შედარების შედეგია“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან „დემოკრატებს“ მოუწოდა, იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის და ამერიკის სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ნეგატიური რიტორიკა შეწყვიტონ.

„მოვუწოდებ ყველა „დემოკრატს“, შეწყვიტონ ეს რიტორიკა ICE-ისა და ამერიკის სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ, ახლავე! ტრამპის ადმინისტრაცია სრულად ერთგულია სამართალდამცავი ორგანოების, საზღვრების სიმტკიცის, ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების, ძალადობრივი უკანონო დამნაშავეების დეპორტაციისა და მემარცხენე შიდა ტერორიზმის სრულად აღმოფხვრის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ატერორებს“.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *