ჩვენი რეგიონის პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან
By

ჩვენი რეგიონის პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს „IFTM Top Resa“-ზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად უწევს პოპულარიზაციას.

გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ტურისტული კომპანიების, ტურიზმის ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებთან. მათ შორისაა TUI-ი, Le Figaro Voyages-ი და ევროპის ტურიზმის ასოციაცია ETOA.

გამოფენის ვიზიტიორებს საქართველოს სტენდთან საშუალება აქვთ ქვეყნის მდიდარ ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს გაეცნონ. წელს გამოფენაში 100-ზე მეტი ქვეყნის 1 400-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *