
29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა
გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება და მიზნად ისახავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და მართვის მნიშვნელობის ხაზგასმას. 2025 წლის კამპანიის სლოგანია – „არ გამოტოვო რიტმი“.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის დაახლოებით 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია დროული სკრინინგით, ჯანსაღი კვებით და ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის დაცვით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამას, რომელიც გულისხმობს:
- კარდიოქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსებას
- სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) მხარდაჭერას
- გულის დაავადებების ძვირადღირებული სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსებას.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 4 500 000 ლარს. მიმდინარე წლის განმავლობაში დაფინანსებით უკვე ისარგებლა 3 145 ბენეფიციარმა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ასევე ფინანსდება გულის ტრანსპლანტაცია.