გააკეთე შენი არჩევანი!
By

გააკეთე შენი არჩევანი!

4 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში 17 პარტია მონაწილეობს : №1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“, № 2 – „დემოკრატთა ალიანსი“ , № 3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“, №4 – „ქართველ ერთობა“, №5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, №6 – „მესამე გზა“ , №7 – „თავისუფალი საქართველო“, №8 – „პატრიოტთა ალიანსი“ , №9 – „ძლიერი საქართველო“ , №10 – „მემარცხენე ალიანსი“ , №11 – „საქართველო“, №12 – „მწვანეთა პარტია“, №13 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ , №14 – „სახალხო ხელისუფლება“, №25 – „გახარია საქართველოსთვის“, №36 – „გირჩი“; №41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
ჩამოთვლილთაგან ხუთ პარტიას იგივე ნომერი აქვს, რაც გასულ საპარლამენტო არჩევნებში. ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ნომრები შეუნარჩუნდათ: „პატრიოტთა ალიანსს“, „ძლიერ საქართველოს“, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“, „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“. ორმა დიდმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებმაც 2024 წელს ოპოზიციურ პარტიებს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს, საარჩევნო ნომრები დაკარგა. მიზეზი ისაა, რომ მათ უარი თქვეს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. საარჩევნო ნომრები დაკარგეს: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც საარჩევნო ნომერი – 5 ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა, ასევე – „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელმაც საარჩევნო ნომრით – 4 ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ისარგებლა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა გამონაკლისი შემთხვევისთვის შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ ორმა დიდმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებმაც 2024 წელს ოპოზიციურ პარტიებს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს, საარჩევნო ნომრები დაკარგა. მიზეზი ისაა, რომ მათ უარი თქვეს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ მონაწილეობს. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი – ვაჟა დარჩია დასახელდა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ეს ორი ოპოზიციური პარტია თითოეულ ოლქში მხოლოდ თითო კანდიდატს წარადგენს: გენო თებიძეს – თამარის დასახლება, ივანე ფირცხალაიშვილს – რუსთაველის ოლქი, ვაჟა დარჩიას – ძველი ბათუმი, მარიზა თებიძეს – ხიმშიაშვილის დასახლება, ონისე ხარჩილავას – აღმაშენებლის ოლქი, რუსლან ცისკარაძეს – ჯავახიშვილის დასახლება, ჯემალ ანანიძეს – კახაბრის დასახლება, მაია სირაძეს – ბაგრატიონის დასახლება, სულიკო გოგოლიშვილს – აეროპორტის დასახლება და მამუკა ტაკიძეს – ბონი-გოროდოკი-ბარცხანა. აქვე გაგაცნობთ ამ პარტიების საარჩევნო სიებს: პროპორციული სიით „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის 10 კანდიდატი ჰყავს შერჩეული: ვაჟა დარჩია, ივანე ფირცხალაიშვილი, არჩილ ბერიძე, მარიზა თებიძე, ხათუნა მანელიშვილი, რუსლან ცისკარაძე, ონისე ხარჩილავა, არმაზ დიასამიძე, გიორგი ცქვიტიშვილი, გოჩა კოპლატაძე; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი, ბათუმის საკრებულოს წევრობის 15-კაციანი სია აქვს დარეგისტრირებული: ჯემალ ანანიძე, სულიკო გოგოლიშვილი, გიორგი აფხაზავა, გიორგი ნაკაშიძე, დალი ტაკიძე, მაია სირაძე, ლია თავაძე, დინარა მემიშიში, მამუკა ტაკიძე, ირაკლი მიქელაძე, გიორგი თალაკვაძე, ირინე ინასარიძე, სალომე ბოლქვაძე, თამარ ბიბილეიშვილი, ომარ კონცელიძე.
ბათუმის საკრებულოში სულ 25 წევრია, მათ შორის – 10 მაჟორიტარი.
არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა – „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები ერთად წარადგინეს. ბათუმში ამ ორი პარტიის მიერ დასახელებული მერობის კანდიდატია გოჩა გუგუნავა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში 45 კანდიდატია. „ოცნების“ 15-კაციანი სია ასე გამოიყურება: ივანე მაისურაძე, ნატალია ზოიძე, ლევან ბერიძე, ნერიმან ცინცაძე, დავით მიქელაძე, ნინო ცხვარაძე, ლევან დავითაძე, გიორგი ლომთათიძე, მამუკა კაკაბაძე, დავით მახარაძე, ალექსანდრე ბერძენიშვილი, გიორგი მურადიშვილი, დავით ნაკაშიძე, გურამ კვაჭაძე, დავით კობახიძე,
„ქართული ოცნებიდან“ ბათუმის საკრებულოს წევრობის, მაჟორიტარული სისტემით კანდიდატებია: გალაქტიონ ორმოცაძე, გოჩა მგელაძე, ირაკლი სანადირაძე, ლევან დოლიძე, ჯაბა ჭანტურია, არჩილ გოგიტიძე, ლევან ცხოიძე, ირაკლი დევაძე, მინდია გოგუაძე, ირაკლი თავდგირიძე.
„ქართული ოცნებიდან“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძეა.
4 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციები დააკვირდებიან: იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, ტუნისის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო, მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო, ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო, მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია, ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია, სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია, ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია, Association „ALTERFACT“.
ცესკოს ცნობით, საერთაშორისო დამკვირვებლების გარდა, არჩევნებს 9 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. ესენი არიან: „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“ , „ასოციაცია თავისუფალი თაობა“, „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“, „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“, „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი“.
4 ოქტომბერს საქართველოში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
4 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 წევრს აირჩევენ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, ასევე – 64 მერს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *