ბათუმის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა
By

ბათუმის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. 8 ოქტომბერს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, ტრაგიკულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პარაკლისს დაესწრო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პარაკლისს დაღუპულთა ოჯახის წევრები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *