By
მინისტრი სტაჟირების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და საჯარო სექტორში საქმიანობის შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
მინისტრმა ახალგაზრდებს მიულოცა მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების ჩართულობას სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში.