აჭარაში მოღვაწე მხატვრები – პარიზის საერთაშორისო ფესტივალზე
By

აჭარაში მოღვაწე მხატვრები – პარიზის საერთაშორისო ფესტივალზე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 2025 წლის 17-19 ოქტომბერს ჩატარდება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ლუვრის კარუსელი“, რომელშიც აჭარაში მოღვაწე მხატვრები – გურამ ფუტკარაძე, ლუკა ბესელია, მალხაზ კოჩალიძე, ბექა ბოლქვაძე, ეკა ცინცაძე, სერგო გოგოლაძე და ირინა ტორონჯაძე მიიღებენ მონაწილეობენ.

,,ლუვრის კარუსელი“ პარიზში ყოველწლიურად იმართება და მასში მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთვებიან.

აჭარიდან 2025 წლის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ხელოვანები აჭარის მუზეუმების გაერთიანების მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც გრაფიკული, ასევე ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენის მიზანია მხატვრების ხელშეწყობა, მათთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნა, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა, ასევე, ქვეყანაში შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება.

ფესტივალში რეგიონიდან წარგზავნილი მხატვრები აჭარის კულტურის მინისტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე სსიპ „აჭარის მუზეუმის“ ორგანიზებით მიიღებენ მონაწილეობას.

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *