
სწავლება – თანამშრომლობისთვის
ქედელი ახალგაზრდების კულტურულ განვითარებასა და პროფესიული უნარების გამომუშავებაში სათანადო წვლილი შეაქვს სახელოვნებო სკოლას. სათქმელად ისიც საკმარისია, რომ სკოლასთან არსებული ანსამბლი „ჩანგი“ წარმატებულის რეპუტაციით სარგებლობს. ანსამბლის ხელოვნებას უკვე მეზობელი თურქეთის რესპუბლიკაშიც კარგად იცნობენ.
სკოლის დირექტორი ირინე დევაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დასაქმებულთა პროფესიულ გადამზადებას. ამიტომ წარიმართა სწავლება თემაზე: „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებისა და გონივრული მისადაგების პრინციპების დანერგვა“, რომლის მიზანი იყო სახელოვნებო სკოლაში ინკლუზიური მიდგომების განვითარება, მოსწავლეების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სწავლებას ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ლალი ჯაფარიძე უძღვებოდა.
ცოტნე ცაბაძე