სვეტიცხოვლობა – სხალთის ეპარქიაში
By

სვეტიცხოვლობა – სხალთის ეპარქიაში

სვეტიცხოვლობა – დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა  – მაღალ დონეზე ჩატარდა სხალთის ეპარქიის ტაძრებში. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ეპარქიის მღვდელმსახურებმა აღავლინეს. სხალთის მონასტერში, ხიჭაურის, დაბა ქედის, ზვარეს, ზესოფლის, დაბა შუახევის, ხულოს ეკლესიებში ჩატარებულ ღვთისმსახურებას მრევლთან ერთად ქედის, შუახევისა და ხულოს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების მოხელეები ესწრებოდნენ.

– სვეტიცხოვლობა ახალ ტაძარში პირველად ვიდღესასწაულეთ. მრევლიც არ გვაკლდა. ადრე კულტურის ცენტრის შენობაში არსებულ სამლოცველოში ვლოცულობდით, ამიერიდან ახალ ეკლესიაში აღესრულება წირვა-ლოცვები, რომლებსაც დეკანოზი იოანე (ჩხუბაძე) და მღვდელმსახურები ატარებენ, – გვითხრა დაბა შუახევის მკვიდრმა ლია დავითაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *