ქართველი მომღერალი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
By

ქართველი მომღერალი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერიის ორდენით დაჯილდოვდა.

უწყების ცნობით, ალიბეგაშვილს ჯილდო იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიური საოპერო ხელოვნების საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის მიანიჭა.

როგორც კულტურის სამინისტრო წერს, ორდენი იანო ალიბეგაშვილს იტალიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ გადასცა.

„კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იანო ალიბეგაშვილი კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით დააჯილდოვა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *