By
უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი 52 მილიონ ლარს აჭარბებს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში და 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტისა და 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის წევრებს კულტურის სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია კულტურის მინისტრის მოადგილემ ზაურ ახვლედიანმა გააცნო. უწყების მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და 52 მილიონ ლარს აჭარბებს.