By
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-21 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.