ფესტივალში აჭარის რეგიონის სალოტბარო სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, სალოტბარო სკოლების ფესტივალის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა. აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ – შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ბათუმის სალოტბარო სკოლები.

გალა საღამოზე შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის უნიკალური ნიმუშები.
ფესტივალში მონაწილეობდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. წლევანდელი ფესტივალი მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, საზოგადო მოღვაწისა და ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი, ფოლკლორის განყოფილების უფროსი მადონა თევზაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.